logo_geo
eng_logo
სომხეთის რკინიგზა პარალიზებულია
- +

2 მაისი. 2018. 13:56

 

სომხეთში რკინიგზაზე მოძრაობა პარალიზებულია. ამის შესახებ მედიას „სამხრეთ კავკასიის რკინიგზის“ პრეს-მდივანმა ვარდან ალოიანმა განუცხადა.

 

„ერევნიდან საქართველოს საზღვრამდე მიმავალი გზა გადაკეტილია. ერევანი-გიუმრის მატარებლები გაჩერებულია. ჯერჯერობით უცნობია ,სომხეთის სამხრეთით მიმავალი გზა გახსნილია თუ არა“, - განაცხადეს უწყებაში.

 

გარდა ამისა, ერევანში მეტროპოლიტენიც მთლიანად არის პარალიზებული. მედიის ინფორმაციით, დემონსტრანტები ლიანდაგებზე დასხდნენ და მატარებელს არ ატარებენ.

 

რაც შეეხება საერთაშორისო აეროპორტამდე მისასვლელ გზას, რომელიც დილიდან არის გადაკეტილი, აქციის ორგანიზატორმა ნიკოლ ფაშინიანმა დემონსტრანტებს მოუწოდა, რომ გზა ადგილობრივი დროით 14:00 საათზე გახსნან.

 

ფაშინიანმა მომხრეებს დღის შემაჯამებელ აქციაზე მოედანზე 19:00 საათზე შეკრებისკენ მოუწოდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner