ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიში ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფისთან თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, შედეგად დაღუპულია 7 ადამიანი. გავრცელებული ინფორმაციით, ისმის სროლის ხმაც.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსამსახურის წარმომადგენლის ხალედ ამარის თქმით, შენობაში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ და შენობას ცეცხლი წაუკიდეს.