logo_geo
eng_logo
„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის დარღვევისთვის პატრულმა სამი მოქალაქე დააჯარიმა
- +

2 მაისი. 2018. 15:43

 

თამბაქოს კონტროლის შესახებ ახალი რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, პირველი მაისის 07:00 საათიდან 2 მაისის 07:00 საათამდე, აღნიშნული კანონის დარღვევასთან დაკავშირებით საპატრულო პოლიციაში 12 შეტყობინება შევიდა – ამის შესახებ პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს.

 

შსს-ს ცნობით, საპატრულო პოლიციამ 3 მოქალაქე დააჯარიმა, 12 შეტყობინებიდან კი კანონდარღვევის 9 ფაქტი არ დადასტურდა.

 

„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, მიმდინარე წლის პირველი მაისის 07:00 საათიდან 2 მაისის 07:00 საათამდე, აღნიშნული კანონის დარღვევასთან დაკავშირებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საპატრულო პოლიციაში სულ 12 შეტყობინება შემოვიდა. საპატრულო პოლიციამ თითოეულ შეტყობინებაზე შესაბამისი რეაგირება მოახდინა, გაფორმდა 3 საჯარიმო ოქმი და დაჯარიმდა 3 მოქალაქე. 12 შეტყობინებიდან კი კანონდარღვევის 9 ფაქტი არ დადასტურდა“, – აცხადებენ შსს-ში.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner