ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„2 მაისს, 12 საათზე, იუსტიციის სახლთან, ზურაბ ვაზაგაშვილის და ალექსანდრე ხუბულოვის მკვლელობის ადგილას აღმართულ მემორიალთან გავლენ მოკლულების ოჯახის ახლობელი ადამიანები. მე მივდივარ, ისე, როგორც ამას ვაკეთებდი ცხონებული იური ვაზაგაშვილის სიცოცხლეში. თქვენც შეგახსენეთ ეს დღე. დანარჩენი თქვენ იცით“, - წერს მიქიაშვილი.