logo_geo
eng_logo
ვახუშტი მენაბდე: პრეზიდენტმა პატივი უნდა სცეს საპარლამენტო პროცედურებს
- +

2 მაისი. 2018. 18:06

 

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე სოციალურ ქსელში ეხმაურება გიორგი მარგველაშვილის მიერ პარლამენტის სხდომათა დარბაზის პროტესტის ნიშნად დატოვებას და წერს, რომ პრეზიდენტმა პატივი უნდა სცეს საპარლამენტო პროცედურებს.

 

„პრეზიდენტმა ახლახან პროტესტის ნიშნად პარლამენტის სხდომათა დარბაზი დატოვა. ის დებატების ფორმატით არის უკმაყოფილო. ეს ფორმატი მართლაც მოუქნელია, მაგრამ ის რეგლამენტით არის გათვალისწინებული და პრეზიდენტმა პატივი უნდა სცეს საპარლამენტო პროცედურებს (მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო სუბიექტებს იგივე პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ ხშირად გაუკეთებიათ)“, - წერს ვახუშტი მენაბდე.

 

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი მას შემდეგ დატოვა, რაც მას არ მიეცა უფლება, დებატებში შესულიყო დეპუტატებთან.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner