logo_geo
eng_logo
ლიბიაში უმაღლეს საარჩევნო კომისიაზე ტერორისტების თავდასხმის შედეგად 16 ადამიანია დაღუპული
- +

2 მაისი. 2018. 18:07

 

ლიბიის ქალაქ ტრიპოლში უმაღლეს საარჩევნო კომისიაზე ტერორისტების თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა, დაშვებულია 19 ადამიანი.

 

დღეს დილით შეიარაღებულმა მებრძოლებმა თავდასხმა მოაწყვეს საარჩევნო კომისიაზე, სადაც ამომრჩევლების რეგისტაცია მიმდინარეობდა. შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. გარდა ამისა, შენობას გარედან წაეკიდა ცეცხლი.

 

ახლა შენობა მებრძოლებისგან გათავისუფლებულია. ადგილზე მუშაობენ მეხანძრეები და პოლიცია. ორსართულიანი შენობა თითქმის მთლიანად არის დამწვარი.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner