საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პირველი ლედი მაკა ჩიჩუა საპატრიარქოში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისადმი მიძღვნილ საზეიმო ტრაპეზს დაესწრნენ და პატრიარქსა და სრულიად საქართველოს დღესასწაული მიულოცეს.
საქართველოს პრეზიდენტი სადღესასწაულო ტრაპეზზე პარლამენტის თავმჯდომარესთან, დეპუტატებთან, მთავრობის წევრებთან და დედაქალაქის მერთან ერთად იმყოფებოდა.