თურქეთის ქალაქ სტამბოლში გამრთულ შოტოკან კარატეს მსოფლიო ჩემპიონატზე დუშეთის კომპლექსური სასპორტო სკოლის მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს და ჯამში 14 მედალი მოიპოვეს.
მწვრთნელ დავით მამნიაშვილის ხელმძღვანელობით, ოთხმა ახალგაზრდა კარატისტმა ჩემპიონატზე 4 ოქროს, 7 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიგეს.
რაფიელ შუშიაშვილმა ოქროსა (WKF Kumite) და ბრინჯაოს (Shobu Ippon) მედალი აიღო.
ანი პატრიშვილი ერთ ოქროს მედალს ასევე კუმიტეში დაეუფლა, მეორე კი Shobu Ippon-ში ერგო. გოგონა სპორტსმენმა ვერცხლის მედლები გუნდურ კუმიტესა და Shobu Sanbon-ში მოიპოვა.
კუმიტეში კიდევ ერთი ოქროს მედლის მფლობელი ასევე გოგონა, ნინი ქადაგიშვილი გახდა, რომელმაც ამასთანავე სამი ვერცხლის მედალი აიღო: გუნდური კუმიტე, Shobu Ippon, Shobu Sanbon.
ორი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი კი ნათია სინჯარაძემ მოიპოვა, შესაბამისად, კუმიტესა და გუნდურ კუმიტეში და Shobu Sanbon-სა და Shobu Ippon-ში.
წყარო http://reginfo.ge