ამერიკული Global Benefits Group-ის წარმომადგენელი სადაზღვევო კომპანია Global Benefits Georgia-ს ხელმძღვანელი ნინო კობახიძე სოციალურ ქსელში წერს:
„2011 წელს როდესაც პირველად ჩავედი და დავაზღვიე დღევანდელ დღემდე როცა უკვე საკუთარ კომპანიაში დავაზღვიე, მათ ქალაქში არაფერი შეცვლილა. ყველაფერი ისევ ისეა, ისევ შახტაა ერთადერთი ადგილი სადაც დასაქმებულია ქალაქი, ისევ აწუხებთ იგივე პრობლემები რაც მაშინ, ისევ იგივე ხალხია ან იმ ხალხის შვილები.. ჩემ თავს ათასმა ამბავმა გადაიარა ტყიბული კი დგას და ერთადერთი მათი მზერა შახტისკენაა იმის იმედით რომ შახტა სულ იქნება... განვითარება უნდა ეხებოდეს ყველას ამ ქვეყანაში... ქალაქები და ადამიანები უნდა პროგრესირებდნენ წლიდან წლამდე... სახელმწიფომ ყველასთვის თანაბარი პირობები უნდა შექმნას განვითარებისთვის.
ჩემ ბავშობაში (გავლით ნიკორწმინდამდე სანამ ავიდოდი) ჯობდა. სკოლაც უკეთესი იყო, სპორტული ცხოვრებაც, მეშახტის სკოლაც, ხალისიც, კულტურაც. ეხლა დგას ქალაქი დგას და იმედია რაღაც ახალ ამბავს ელოდება...“ - წერს კობახიძე.