logo_geo
eng_logo
ეკა ბესელია: პრეზიდენტმა ინსტიტუტებისა და პრინციპების უპატივცემულობის დემონსტრირება კიდევ ერთხელ მოახდინა!
- +

3 მაისი. 2018. 01:30

 

„სამწუხაროდ, პრეზიდენტმა ინსტიტუტებისა და პრინციპების უპატივცემულობის დემონსტრირება დღეს კიდევ ერთხელ მოახდინა“, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

 

„მან თქვა, რომ პროცედურები უნდა შეცვლილიყო და როგორ უნდა შეცვალო პროცედურა, როცა ეს არის კანონი, რომლის შეცვლასაც ინიცირება, სამჯერ მოსმენა და გარკვეული ეტაპების გავლა სჭირდება?! წესების პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე შეცვლასა და პრინციპის ხელყოფას ჩვენ ერთად ვებრძოდით. ეს არის ნათელი მაგალითი პრეზიდენტის მიერ პრინციპების უპატივცემულობის დემონსტრირებისა, რაც დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა.

 

მგონი, მან ვერ დაინახა ის ადამიანები, ვინც უნდა დაენახა და, პირველ რიგში, სიმბოლურად, კრებითად ვერ დაინახა წარმომადგენლები იმ პროცესისა, რომელმაც 2012 წელი შექმნა და რომელმაც ის პრეზიდენტი გახადა“, – განაცხადა ბესელიამ.

 

ბესელიამ განაცხადა, რომ პრეზიდენტ გამსახურდიას საქმე ძალიან მნიშვნელოვანია, უმძიმესი ტრაგედია იყო ბარბარე რაფალიანცის მკვლელობის საქმე, რომლის გამოძიებაც ბოლომდე მისული არ არის, მაგრამ გამოუძიებელი საქმეები ყველა დროში, ყველა სისტემასა და ქვეყანაში არსებობს და ამას თავისი მიზეზი აქვს.

 

„როცა პრეზიდენტმა ეს საქმეები ახსენა, „ნაციონალური მოძრაობის“ ზუსტად იგივე ნარატივი გამახსენდა, რადგან ამ ჩამონათვალში საქმეები სწორედ ამ სახელდებით იწყება. ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო, რადგან ასეთი კონტექსტი დარბაზში ქმნიდა მოცემულობას, რომ პრეზიდენტი მხარე იყო. პრეზიდენტი კი მხარე არ უნდა იყოს. ის ინსტიტუტებს შორის მედიატორი და დამაბალანსებელი უნდა იყოს“, – განაცხადა ბესელიამ.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner