logo_geo
eng_logo
დღეს, ხუნტის მიერ დახვრეტილ მამუკა ტერიშვილს 42 წელი შეუსრულდებოდა...
- +

15 თებერვალი. 2016. 01:51


ლია ენუქიძე სოციალურ ქსელში 1992 წლის 2 თებერვალს, თამარ მეფის ხიდთან, მშვიდობიანი მანიფესტაციის დახვრეტილ მონაწილეს, მამუკა ტერიშვილს იხსენებს:


„დღეს, ხუნტის მიერ დახვრეტილ, 18 წლის, მედროშე მამუკა ტერიშვილს,შეუსრულდებოდა 42 წელი, ჩვენი წამებულების სისხლი სამართალს ითხოვს!!!!!"


ჟურნალისტი ირაკლი შონია მამუკა ტერიშვილის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს:


„მამუკა 2 თებერვალს წინ მიუძღოდა ეროვნული დროშით, მრავალათასიან მშვიდობიანმანიფესტაციას, რომელიც მიემართებოდა ყოფილ "ცეკას" შენობასთან, სადაც იმჟამადდაბანაკებული იყო სამხედრო ხუნტა. არ მისული გმირთა მოედნამდე დაიქუხესმკვლელთა ავტომატებმაც... მამუკა პირველივე გასროლაზე დაიღუპა ადგილზევე... მასერთი ტყვია მოხვდა, დამიზნებით სნაიპერის მიერ ნასროლი... მოგვიანებით ახლობელთანერთად მივედი მამუკას ოჯახში, მამუკას დედა ქ-ნი მარინა შავებში ჩაცმული შემომეგებაეზოში, სახლში შეგვიპატიჟა და სუფრის გაშლა დაიწყო, ისე ვიყავი გულშეძრულიყველაფრისაგან ხელი არაფრისთვის მომიკიდია... ქ-ნი მარინა დღემდე ინახავს თეთრმაისურს, რომელიც იმ საბედისწერო დღეს ეცვა მამუკას და მაჩვენებს...

თეთრ ტანისამოსზე სისხლის ლაქები ჩანს... საყელო გახვრეტილია ტყვიით, სწორედ ესნასროლიტყვია აღმოჩნდა სასიკვდილო, რომელიც საძილე არტერიაში ჰქონდამოხვედრილი... ჩვენ ერთად მოვაწერეთ ხელი დოკუმენტს, მასთან ერთად კი გივიკორეხვიაშვილის დედამ, რათა რეაგირება მოეხდინა პროკურატურას, ერთად მივედით დაჩავაბარეთ, მაგრამ როგორც იტყვიან არსაით ხმა არსით ძახილი...

ეს უკვე მერამდენე გაუბედურებული ოჯახი იყო, სადაც მივედი, ეხ, რამდენი უნდაგაუძლოს გულმა, ამდენ უსამართლობას, ამდენ უღვთოთ მოკლული ახალგაზრდებისგადიდებულ ფოტოებს, ამდენ შაოსანი დედების მოთქმას, ამას ხომ უნდა გაძლება, ატანა,რომ შეინარჩუნო შენი პროფესიული ვალდებულება, ამავე დროს იყო მათი ჭირისუფალიდა თანამდგომი... რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს ამ ახალგაზრდების დაუვიწყარიფოტოები მოგონებად ტივტივებენ მეხსიერებაში და ფიქრობ რომ ვალდებული ხარ მათწინაშე არ დაივიწყო ისინი და ასეც იქნება!"- აღნიშნავს შონია.

right_banner right_banner
არქივი
right_banner