ოფიციალური განცხადება ხვალ „ჰუმანითი ჯორჯიასა" და საპარტნიორო ფონდის ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე გაკეთდება, რომელსაც დაესწრებიან საქართველოს უმსხვილესი სააფთიაქო ქსელების: „ავერსის", „იმპექს-ფარმას", „პე ეს პე"-ს , „სახალხო აფთიაქის", „ფარმადეპოს", „ფარმ სახლის" და „ჯი პი სი" -ს წარმომადგენლები.
როგორც ცნობილი ხდება, პირველ ეტაპზე, ბაზარზე გამოჩნდება ჰუმანითი ჯორჯიას კარდიოლოგიური ჯგუფის ხელმისაწვდომი პრეპარატები.
პროექტი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საპარტნიორო ფონდის თანამონაწილობით ხორციელდება.
ერთობლივი პრეს-კონფერენცია ხვალ, 16 თებერვალს, 12 საათზე სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია" შედგება.