logo_geo
eng_logo
ზაზა ხუციშვილი: „ჭ“ კლასის გუნდი რომ „ბარსელონას“ ეთამაშება და თავის გულშემატკივარს ამხნევებს, იმას წააგავს სააკაშვილის ნათქვამი
- +

ავტორი ნინო ჯიბუტი

23 თებერვალი. 2016. 12:24


მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს დიდი ხანია აღარ ვუსმენ, საბოლოოდ რაც დავრწმუნდი, რომ არის ჩვეულებრივი მატყუარა", - ასე ეხმაურება „რეპორტიორთან" საუბარში მუსიკოსი ზაზა ხუციშვილი საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სატელევიზიო ინტერვიუს. სააკაშვილმა ლაზიკასა და ანაკლიის პროექტზე საუბრისას აღნიშნა - „2013 წლიდან 2015 წლამდე მთელი ტვირთები აქეთ წამოვიდოდა, ოდესის პორტი ჩაიკეტა. რუსული ტვირთებიც წამოვიდოდა ლაზიკაზე. სრული ბუმი იქნებოდა. მე იმიტომ ვაპირებდი ამ პროექტის 2013 წლის ბოლომდე დასრულებას, რომ ამ დროისთვის ავღანეთიდან ჯარი და ტექნიკა გამოდიოდა. ყველაზე მომგებიანი ადგილი ეს იყო და ამ დროს მთელი ტვირთები წამოვიდოდა".


„თვალი შევავლე სააკაშვილის გამოსვლას, ასეთი რამ თქვა, დარწმუნებული ვარ, გავიმარჯვებთო. „ჭ" კლასის გუნდი რომ „ბარსელონას" ეთამაშება და თავის გულშემატკივარს ამხნევებს, იმას წააგავს მისი ეს ნათქვამი. „ოცნების" რეიტინგი გარკვეულწილად დაეცა, თუმცა, „ნაციონალების" რეიტინგი ყოველდღიურად ეცემა.

 

„ზოგადად, ეკონომიკურ პროექტებს რაც ეხება, ყველაზე ჭკვიანი კაცი „ნაციონალებს" ვინც ჰყავდათ, ეს იყო კახა ბენდუქიძე. რუსეთთან ქართული ბიზნესის ურთიერთობაში ცუდს ვერაფერს ხედავდა. მათ შორის, შეგახსენებთ, რომ მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვაშიც ვერ ხედავდა პრობლემას, არამცთუ პორტის მშენებლობაში, ვთქვათ, რომელიმე რუსული კომპანიის ინტერესს. არის ქვეყნისთვის სტრატეგიული ობიექტები და არის ობიექტები, რომლებიც შეიძლება იყოს ვთქვათ, რუსული ფულით დაფინანსებული. რუსული ტურისტებისა და ბიზნესის შემოსვლას, მე მგონი, ჩვენი სახელმწიფო მიესალმება, იმიტომ რომ ევროპის ბაზარი ქართული პროდუქტისთვის ღია რომ არის, ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი გაიყიდება. ჯერ ყველაფერი კარგად იყიდება რუსეთში და ამ ბაზრის მიმართ ჩვენი ქვეყანა აქტიური უნდა იყოს. მაგრამ ამის საპირწონედ, ჩვენი ქვეყნის ინტერესები არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეილახოს", - განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner