„პრეზიდენტის ანგარიში უსუსტესი იყო და მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში ასეთი სუსტი, მით უმეტეს, დასკვნითი ანგარიში, ალბათ, ძნელად თუ მოიძებნება“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ნიკა მელიამ გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
„ეს იმ ადამიანის საბოლოო მოხსენებას არ ჰგავდა, რომელიც ხუთი წელი პრეზიდენტად მუშაობდა“, – განაცხადა მელიამ.