logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: პრეზიდენტმა აქტუალურობის მოპოვება სკანდალის მოწყობით სცადა!
- +

3 მაისი. 2018. 02:07

 

„პრეზიდენტი საკმაოდ უღიმღამო და არასაინტერესო იყო და მან აქტუალურობის მოპოვება სკანდალის მოწყობით სცადა, რაც ძალიან სამწუხაროა, რადგან ეს პრეზიდენტის საკადრისი არ არის“, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, სალომე ზურაბიშვილმა გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

 

„ის სკანდალზე წავიდა, რომ ამაზე მედია ალაპარაკებულიყო, რაც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე.

პრეზიდენტი, როგორც კონსტიტუციის გარანტორი, მის სადარაჯოზე უნდა ყოფილიყო და მოქალაქეებისთვის უნდა აეხსნა, ცვლილებები რაში მდგომარეობს, რადგან მოსახლეობაში კონსტიტუციის მიმართ ნდობის ზრდა პრეზიდენტზეა დამოკიდებული“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

 

მისი თქმით, გიორგი მარგველაშვილმა თავის გამოსვლაში დიასპორის საკითხებიც გამოტოვა და ემიგრანტებთან დაკავშირებით არც ერთი სიტყვა არ უთქვამს.

 

„ეს ასე მხოლოდ წელს, ამ შემაჯამებელ ანგარიშში არ ყოფილა. ეს მისი მუდმივი პოზიციაა, რომ ეს საკითხები არ ახსოვს და არ ახსენებს. გარდა ამისა, პრეზიდენტმა ბოლო პერიოდში წესები საკმაოდ გაამკაცრა, რითაც უცხოეთში მყოფ ჩვენს მოქალაქეებს საქართველოს მოქალაქეობას აღუდგენდა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner