„სამწუხაროდ, ჩვენმა ფრაქციამ ქვეყნისთვის ძალიან აქტუალურ და პრობლემურ საკითხებზე პრეზიდენტის ყოვლისმომცველი, ფუნდამენტური, სტრატეგიული, პრაქტიკული და პრაგმატული ხედვა ვერ მოისმინა“, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა, დეპუტატმა ადა მარშანიამ გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
„ჩვენთვის აქტუალური, უპირველესი და უზენაესი ძირითადად, ორი საკითხია. უპირველესი, ეს არის ქვეყნის გამთლიანების საკითხი, რასთან დაკავშირებითაც ყოველთვის უფრო ბევრს, ფართო ხედვას, სტრატეგიასა და ტაქტიკას ველოდებით, რაც პრეზიდენტის ანგარიშში ვერ დავინახეთ“, – განაცხადა მარშანიამ.