ჟურნალისტი გიორგი უძილაური აქვეყნებს „facebook"პოსტს:
„რუსთავი 2-ის დღევანდელ PS-ში ერთ-ერთ სიუჟეტად უშვებენ ნაციონალური მოძრაობის "ბრალდებებს" ქართუ ჯგუფში შემავალი რამდენიმე კომპანიის მათ შორის "ქართუ დაზღვევის" და "ელიტა ბურჯის" ასევე ასოციაცია "ატუს"-ს წინააღმდეგ. "რუსთავი 2"-ს აქვს ჩვენი პასუხი ნაციონალების ბოდვაზე. მინდა ვნახო როგორ იქნება მიწოდებული ჩვენი პოზიცია მაყურებლისთვის... და თუ შეამოკლეს ან არ გაუშვეს, რუსთავი 2-ისთვის ჩემგან მიწერილ პასუხს აქვე, ფეისბუკში გამოვაქვეყნებ. აქვე ვაანონსებ პასუხის მოკლე შინაარსს: _ ან ნაციონალები გვიჩივლებენ სასამართლოში და იქ მოიტანენ მათი ნაბოდვარის დამადასტურებელ ფაქტებს, ან ჩვენ მოვთხოვთ პასუხს სასამართლოში. და ბოლოს: ყველა ცილისმწამებელის გასაგონად, მედია იქნება, არასამთავრობო თუ პოლიტიკური ორგანიზაცია. ამიერიდან იცოდეთ, ნებისმიერი მცდელობა ცილი დაგვწამოთ და ეცადოთ "ქართუს" რეპუტაციის შელახვა, ჩვენგან არ დარჩება უპასუხოდ, ცილისმწამებლები მიიღებთ საკადრის პასუხს!“