logo_geo
eng_logo
ბუტა რობაქიძის საქმეზე პროკურატურამ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა წარადგინა
- +

3 მაისი. 2018. 13:24

 

 

 

ბუტა რობაქიძის საქმეზე დღეს პროკურატურამ ის ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა გამოიკვლია, რომელიც 2004 წლის 24 ნოემბერს შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს.

 

მათ შორის, ორი კალაშნიკოვის ტიპის ავტომატი, ერთი ტაურუსის ფირმის იარაღი, საბრძოლო ვაზნები და ოთხი ცალი ავტომატის მჭიდი. ნივთიერ მტკიცებულებებს ექსპერტიზა ჯერ 2004 წელს, შემდეგ კი ახალი გამოძიების ფარგლებში 2013 წელს ჩაუტარდა.

 

2004 წლის 24 ნოემბრის ღამეს მომხდარ ინციდენტზე ბრალი ძალოვანი უწყების ხუთ ყოფილ მაღალჩინოსანს აქვს წარდგენილი. მათ პროკურატურა მტკიცებულებების ფალსიფიკაციას და უფლებამოსილების გადამეტებას ედავება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner