საპარლამენტო ფრაქცია „ელქის“ ლიდერი, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინეს.
არჩევნების მეორე ტურის დანიშვნა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც პირველ მაისს ფაშინიანმა ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მოაგროვა.
პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატი არ ეყოლება მმართველ „რესპუბლიკურ პარტიას“ და იმ კანდიდატს დაუჭერს მხარს, ვინც ხმების 1/3-ს მოაგროვებს.
სომხეთის პარლამენტში პრემიერ-მინისტრის არჩევნების მეორე ტური 8 მაისს ჩატარდება.