logo_geo
eng_logo
გიორგი უძილაური: ნაციონალურ მოძრაობაზე: კლოუნები უნიჭოები არიან!
- +

2 მაისი. 2016. 03:08

 

 

ჟურნალისტი გიორგი უძილაური აქვეყნებს „facebook"­პოსტს


როგორც მოსალოდნელი იყო, რუსთავი 2-მა არასრულად გამოაქვეყნა "ქართუ ჯგუფის" პასუხი ნაციონალური მოძრაობის "ბრალდებებზე". გივი თარგამაძე და ლევან თარხნიშვილი აცხადებენ რომ "დაზღვევის კომპანია ქართუ", "ელიტა ბურჯი" და "ატუ" რაღაც მაქინაციებით იგებდნენ ყველა ტენდერს და ამ ფულს თითქოს ოფშორებში გზავნიდნენ. და რომ ამას თითქოს ხელმძღვანელობს კახა კობიაშვილი.



დაპირებისამებრ გთავაზობთ ჩვენს პასუხს, რომელიც ქონდა რუსთავი 2-ს მაგრამ მისი მხოლოდ მიზერული ნაწილი გამოაქვეყნა და მიჩქმალა მთავარი. 
აი ჩვენი პასუხიც:



"ამ ნაბოდვარზე სერიოზული პასუხის გაცემა ნიშნავს ნაციონალური მოძრაობის კლოუნადაში მონაწილეობას, რისისურვილიც არ გვაქვს, მითუმეტეს როცა კლოუნები უნიჭოები არიან.

ის ცხრილები, რომლებიც 23 აპრილს ნაციონალურმა მოძრაობამ წარმოაჩინა, სრული აბდაუბდაა, ამიტომ კარგი იქნება თუ ახსნიან ციფრების წარმომავლობასა და კონტრაქტების არსს.



1. ნაციონალური მოძრაობისგან ფულის შოვნაში "ბრალდებული" "დაზღვევის კომპანია ქართუ" დაარსებიდან(2001წ.) 2014წლამდე საერთოდ არ მონაწილეობდა არანაირ სახელმწიფო ტენდერში. 
2015 წელს დაზღვევის სფეროში ჩატარებული 226 ტენდერიდან, "დაზღვევის კომპანია ქართუმ" გაიმარჯვა 28 ტენდერში. ამიტომ,საუბარი იმაზე, რომ ქართუ დაზღვევის სფეროში ტენდერებს თავის თავზე ირგებს, არის მტკნარი სიცრუე და ბოდვა.



2. "ატუ" არ არის არც შპს და არც სააქციო საზოგადოება, ატუ ააიპ-ია! შესაბამისად ვერანაირ ტენდერებში მონაწილეობას ვერ მიიღებდა.
ატუ თავად ატარებს ტენდერებს საქველმოქმედო პროექტების განხორციელებისთვის. 
შესაბამისად, ატუ-სადმი წაყენებული ბრალდებაც არის ბოდვა



3. 3. "ელიტა ბურჯს" 2013-2016 წლებში მონაწილეობა აქვს მიღებული 11 ტენდერში, რომელთაგან 6-ში გაიმარჯვა. ამ 6 ტენდერიდან 3 ძალიან მცირებიუჯეტიანია , დანარჩენი 3 კი მოგებულია კანონიერად და სამართლიანად. და იმ მარტივი მიზეზით, რომ სარკინიგზო მალის ნაშენს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სამხრეთ კავკასიაში აწარმოებს მხოლოდ "ელიტა ბურჯი", მაშინ როცა მის კონკურენტებს ნაშენის შემოტანა რუსეთიდან ან უკრაინიდან უწევთ.



4. კახა კობიაშვილის საქმიანობა არის სრულიად კანონიერი. ასევე არანაირ საიდუმლოებას არ წარმოადგენს, თუ რა კომპანიებს წარმოადგენს ან ხელმძღვანელობს კახა კობიაშვილი. ეს ინფორმაცია წლიებია ხელმისაწვდომია ნებისმიერი ადამიანისთვის ინტერნეტში. ამ შემთხვევაშიც ნაციონალური მოძრაობის შეთქმულების თეორიები და მუცლითმეზღაპრეობა სასაცილო და არასერიოზულია.



"ქართუ ჯგუფის", "ფონდი ქართუს"-ს, ასოციაცია "ატუ"-ს თუ "ბანკი ქართუს" ყველა ფინანსური ოპერაცია არის სრულიად კანონიერი. ამ ორგანიზაციებს აქვთ 15-20 წლიანი მუშაობის გამოცდილება, გავლილი აქვთ ურთულესი პერიოდები, კარგად აქვთ გააზრებული პასუხისმგებლობა სახელმწიფოს, ქართული საზოგადოების, მომავალი თაობისა და ისტორიის წინაშეც. როგორც ჩვენი ორგანიზაციები ასევე, პიროვნება, რომელთანაც არის დაკავშირებული დასახელება "ქართუ", მოქმედებს მხოლოდ კანონის ჩარჩოებში და მხოლოდ ქვეყნის კეთილდღებისთვის.



ველით, ოფიციალურად როდის იჩივლებს ნაციონალური მოძრაობა "ქართუ ჯგუფის"წინააღმდეგ, და რა ფაქტებით გაამყარებს თავის ნაბოდვარს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მოვითხოვთ მათგან ბოდიშს და პასუხისგებას ჩვენი ღირსებისა და რეპუტაციის ბინძური შელახვის მცდელობისთვის"





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner