logo_geo
eng_logo
თურქმენეთში მხოლოდ თეთრი ფერის ავტომობილები იმოძრავებენ
- +

3 მაისი. 2018. 21:40

 

თურქმენეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანაში მხოლოდ თეთრი ფერის ავტომობილები იმოძრავებენ. თავდაპირველად თურქმენეთში შავი ფერის ავტომობილები აიკრძალა.

 

სააგენტო „თურქმენეთის ქრონიკების“ ინფორმაციით, მოქალაქეებმა ავტომობილების შეღებვა უკვე დაიწყეს. ახალი წესების შემოღების შემდეგ, აღნიშნული მომსახურება მკვეთრად გაძვირდა. ავტომობილის შეღებვა 18 000 მანათი ღირს, რაც ოფიციალური კურსით 5 143 დოლარის ტოლია.

 

კერძო ავტოსერვისებში შეღებვის ფასი 6 ათასიდან, 14 ათას მანათამდე მერყეობს. შემოღებული აკრძალვის გამო, თურქმენეთში თეთრი ფერის საღებავის დეფიციტი შეიქმნა.

 

გავრცელებული ინფორმაციით, თეთრი, თურქმენეთის პრეზიდენტის, გურბანგული ბერდიმუხამედოვის საყვარელი ფერია. შეღებვის შემდეგ, ავტომობილის მფლობელებმა ახალი ტექპასპორტი უნდა აიღონ, გაიარონ შემოწმება და შეიძინონ დაზღვევის პოლისი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner