logo_geo
eng_logo
შსს: როდესაც პოლიციელი მოქმედებს კანონის ფარგლებში ყველა მოქალაქე ვალდებულია მას დაემორჩილოს
- +

3 მაისი. 2018. 21:51

 

 

თბილისის საქალაქო სასამართლოში, პროცესის დასრულების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორმა, ბექა დოჭვირმა განაცხადა, რომ „გირჩის“ წარმომადგენლებმა ჩაიდინეს სამართალდარღვევა.

 

„გირჩის“ წარმომადგენლებმა ჩაიდინეს სამართალდარღვევა, რაც გამოიხატა იმაში, რომ მათ პოლიციელებს არ მისცეს კანონით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების საშუალება, კერძოდ კი იმ პირის მიმართ, რომლის მიმართაც არსებობდა სამართალდარღვევის არსებობის ფაქტი. ეს ქმედება მათ გააგრძელეს პოლიციის განყოფილებასთან. ისინი ცდილობდნენ პოლიციის განყოფილებაში შესვლას და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციელებს, შესაბამისად,  ჩვენ განვახორციელეთ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები და 3 ადამიანი გამოვავლინეთ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის ჩადენაზე.

უნდა გავიგოთ ყველამ, რომ როდესაც პოლიციელი მოქმედებს კანონის ფარგლებში და ასრულებს თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას ყველა მოქალაქე ვალდებულია მას დაემორჩილოს“, - განაცხადა ბექა დოჭვირმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner