logo_geo
eng_logo
ზემელის ცნობილი აფთიაქი შესაძლოა აღდგეს – იდეა თბილისის მერს
- +

3 მაისი. 2018. 23:23

 

 

თბილისის მოსახლეობა მერიას თხოვნით მიმართავს, ევგენი ზემელის ცნობილი აფთიაქი აღდგეს და მოეწყოს სამუზეუმო კუთხე.

 

​როგორც იდეის ავტორი ირმა ხუცურაული აცხადებს, აფთიაქის აღდგენა შესაძლებელია რესპუბლიკის მოედნის დასაწყისში არსებულ სამკუთხა სივრცეში.

 

„მოძიებული მაქვს ზემელისეული ნივთების მცირე ნაწილი, რაც გამოდგება იქვე აფთიაქში პატარა სამუზეუმო კუთხისთვის, მით უმეტეს, რომ წელს აღინიშნება გერმანული დიასპორის 200 წლისთავი“ - აცხადებს ირმა ხუცურაული.

 

​იდეა მერიის გვერდზეა ატვირთული, სადაც მოქალაქეებს ხმის მიცემა შეუძლიათ. საჭირო რაოდენობის ხმების მოპოვების შემთხვევაში, თბილისის მერიაში შესაძლოა იმსჯელონ იდეის განხორციელებაზე. https://idea.tbilisi.gov.ge/idea-details/2108

 

აღსანიშნავია, რომ თბილისში, დღევანდელი კოსტავას ქუჩის N1 -ში მდებარეობდა პირველი აფთიაქარის, ევგენი ზემელის აფთიაქი. 70-იან წლებში შენობა მთლიანად შეეწირა ელბაქიძის ქუჩის რეკონსტრუქციას.

 

XIX საუკუნის თბილისში, სააფთიაქო ბიზნესით ძირითადად გერმანელები იყვნენ დაკავებული, მათ შორის ცნობილები არიან ევგენი ზემელი და ფერდინანდ ოტენი. ცნობილი ფაქტია, რომ ზემელი ფულს უხდიდა ტრამვაის ვატმანებს, რათა გაჩერებისას ხმამაღლა დაეძახათ: „ზემელის აფთიაქი”. ეს სახელი თბილისის ამ ნაწილს დღემდე შემორჩა.

 

1912 წლისათვის თბილისში 23 აფთიაქი და 30 სააფთიაქო მაღაზია ფუნქციონირებდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner