logo_geo
eng_logo
„ტექნოლოგიების უნივერსიტეტში IT მიმართულების კოლეჯი დაფუძნდება, რაშიც Microsoft-ი, IPM-ი და HP აქტიურად იქნებიან ჩართული!“
- +

4 მაისი. 2018. 02:35

 

 

„სულ ცოტა ხანში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში აიტი მიმართულებით კოლეჯი დაფუძნდება, სადაც აქტიურად იქნებიან ჩართული Microsoft-ი, IPM-ი და HP, რომლებიც კოლეჯის დაფუძნებაში და ფუნქციონირებაში მიიღებენ მონაწილეობას“, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა. მისი თქმით, განათლების სამინისტროს მიზანია, უცხოეთის წამყვანი კოლეჯები საქართველოში არსებული კოლეჯების ცხოვრებაში აქტიურად ჩაერთონ.

 

„თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაგეგმილი გვაქვს ძალიან დიდი პროექტი, რომლის მიხედვითაც, ამ უნივერსიტეტის ბაზაზე სასოფლო-სამეურნეო მიმართულების პროფესიული კოლეჯი შეიქმნება. მოხდება გერმანიის წამყვანი სასოფლო-სამეურნეო კოლეჯის დაკავშირება ამ ახალ კოლეჯთან. ისინი მმართველობაშიც იქნებიან ჩართული და ეს ახალი კოლეჯი გერმანულ მოდელზე იქნება აგებული. ამაში ჩვენი გერმანელი მეგობრები, კერძოდ GIZ-ი გვეხმარება.

 

შრომის ბაზარი მაღალი კვალიფიკაციის მქონე პირების არსებობას ითხოვს, მაგრამ ამ ეტაპზე პროფესიული განათლების სისტემა საჭირო რაოდენობის კადრების მიწოდებას ვერ ახდენს.

 

დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო, რადგან მთავრობის სხდომაზე „პროფესიული განათლების შესახებ“ ახალი კანონპროექტი განვიხილეთ და მთავრობის მიერ პარლამენტში მისი ინიცირება მოხდა“, – განაცხადა ჩხენკელმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner