ჟურნალისტი თეიმურაზ ქორიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ყველას, ვისაც საქართველო ეძვირფასება!
დღეს დიდებული ქართველი ქალის, ჩვენი ეროვნული სიამაყის, ნონა გაფრინდაშვილის დაბადების დღეა - 77 წელი შეუსრულდა! ამ უნიკალური დამსახურების მქონე ადამიანს თავისი ხალხისგან სიყვარული და დაფასება ნამდვილად არ აკლია, თუმცა ჩვენ შეგვიძლია მას, ნონა გაფრინდაშვილს კი არა, მთელ ქართველ ხალხს ერთი დიდებული საჩუქარი ვუძღვნათ - ნონა გაფრინდაშვილის ძეგლი თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე! ოღონდ, ძეგლის ასაშენებელი ფულიც ჩვენ გავიღოთ, კონკურსიც ჩვენ გამოვაცხადოთ და გამარჯვებული პროექტიც ჩვენ გამოვავლინოთ“, - წერს ქორიძე.