თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში წერს:
„არცერთი დღე მარაზმის გარეშე!
ერთი გაბუნიას გინებისათვის, რომელმაც ეს გინება თავისი თავხედობითა და მკრეხელობით გამოიწვია, შვიდი კაცი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.
პოლიციელების გინებისა და შეურაცხოფისათვის „გირჩელების“ მხრიდან, რომლებიც ღიად იბრძვიან საქართველოს წინააღმდეგ, სიმბოლური სასჯელი დადგა.
ჩვენმა სასამართლოში აღდგა ვერგელდი, ოღონდ იერარქია სხვაა.
ადრე თუ გლეხის სისხლი აზნაურისაზე იაფი იყო, აზნაურისა-თავადისაზე და ა.შ. ახლა სხვა ფასეულობებია.
ყველაზე ძვირად ლგდტ, ნარკობარიგებისა და მიგრანტების სისხლი ფასობს“, - წერს სოსო მანჯავიძე.