ქუთაისში, თეთრ ხიდზე სცენარისტის, რეჟისორის, მხატვრისა და სკულპტორის, რეზო გაბრიაძის ბიოგრაფიული ფილმის პრემიერა გაიმართა.
ფილმი, სახელწოდებით „ჰაი, ჰარალე დედაო“ გაბრიაძის მოთხრობების მიხედვით კინოსტუდია „ბაზელევსმა“ გადაიღო.
საპრემიერო ჩვენებას ქუთაისში თავად რეზო გაბრიაძე დაესწრო.
„ჩემთვის ამ ფილმის მშობლიურ ქუთაისში ჩვენება, იმ ქალაქში, სადაც დავიბადე და გავიზარდე, დიდი პატივია. თეთრ ხიდზე კი კინოჩვენება ნამდვილი საჩუქარი იყო“, – განაცხადა რეზო გაბრიაძემ.
ჩვენება გვირილობის დღესაწაულის ფარგლებში ქუთაისის მერიის ორგანიზებით გაიმართა.