მამუკა ახვლედიანმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო და მისი თავმჯდომარე უნდა წავიდნენ. მისი თქმით, საბჭოს და მის თავმჯდომარეს არ აქვთ ხედვა, როგორ უნდა განვითარდეს სასამართლო სისტემა.
„მე სასამართლო სისტემა კიდევ უფრო გამჭვირვალე გავხადე. თურმე ჩემი გათავისუფლებით სისტემა ამოისუნთქებს. ის პრობლემები, რაც სისტემაშია, ჩემს გარეშეც იჩენს თავს. საბჭომ ისიც არ იცის, რამდენი ადამიანი სჭირდება სისტემის ნორმალურად ფუნქციონირებას", - განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.
მისი თქმით, ის, რაც გუშინ მოხდა მისი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობიდან გათავისუფლებით, კიდევ ნათლად აჩვენებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სახეს.