logo_geo
eng_logo
სამეგრელოში სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომელი მოკლეს
- +

2 მაისი. 2016. 10:40


სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომელი მოკლეს სამეგრელოში. შემთხვევა მარტვილის რაიონის, სოფელ კურუზში მოხდა. ახლობლების ინფორმაციით, ინციდენტს წინ უძღოდა შელაპარაკება მამაკაცებს შორის.



მათივე განცხადებით, მკვლელი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო. გარდაცვლილს სასიკვდილო ჭრილობა დანით აქვს მიყენებული.



გარდაცვლილის ნათესავის თქმით, მოკლულსა და მკვლელს ნათესაუარი კავშირი ჰქონდათ.



30 წლის მამაკაცი აფხაზეთის მთავრობის პირადი დაცვის ოფიცერი იყო, რომელიც სოფელში რამდენიმე დღით იყო ჩასული.



კურუზში მომხდარ მკვლელობას ადასტურებენ შს სამინისტროში. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. მკვლელობაში ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner