მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„მერე კიდევ იწუწუნებს, მთვარსარდლად რატომ არ გინდივართო. პარლამენტიდან გამოქცეულმა იტირა, გამოხატვის თავისუფლება შემიზღუდესო. ხომ წარმოგიდგენიათ, რა ბრიფინგს მოარტყამდა ომიდან გამოქცეული, სროლის უფლება ჩამომართვესო...“ - წერს ნაცვლიშვილი.