logo_geo
eng_logo
ცხინვალის იზოლატორიდან საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს
- +

4 მაისი. 2018. 19:24

 

დე ფაქტო ცხინვალის საგზაო ინსპექციის თანამშრომლების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე ცხინვალის სასამართლო პროცესისა და ჯარიმის გადახდის შემდეგ იზოლატორიდან გაათავისუფლეს.

 

ის ქართველ სამართალდამცველებს ერგნეთში ცოტა ხნის წინ გადასცეს.

 

შეგახსენებთ, რომ თბილისში მცხოვრები 22 წლის ახალგაზრდა მამაკაცი 2 დღის წინ გვიან ღამით ოკუპირებულ სოფელ სათიხარში დააკავეს.

 

მას ბრალად ე.წ. „საზღვრის“ კვეთა ედებოდა.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner