logo_geo
eng_logo
ზაქარია ქუცნაშვილი: რელიგიური სიმბოლოების და საზოგადოებაში დამკვიდრებული ზნეობრივი წესების ხელყოფა მოხდა!
- +

4 მაისი. 2018. 23:49

 

„პრეზერვატივების საქმეზე“ თბილისის საქალაქო სასამართლომ „აიისა“-ს დამფუძნებელი სამართალდამრღვევად ცნო. რამდენად კანონიერი და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო დღეს სასამართლომ, ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა, ტელეკომპანია „იბერიის“ ეთერში ისაუბრა.

 

„მე მომეწონა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. იმიტომ, რომ იქ  სამართლებრივად გამართული იყო, მათი შემაჯამებელი შინაარსის აქტი. კერძოდ ეს გამოიხატება იმაში, რომ ზოგადად გამოხატვის თავისუფლების თემით, ნიღბავენ უკანონო მოქმედებას. გამოხატვის თავისუფლება რაც შეიძლება სხვადასხვა ფორმით ვლინდებოდეს: პარლამენტში სიტყვით გამოსვლა, ტელევიზიაში რეკლამის გაკეთება და ა.შ გამოხატვის ბევრი ფორმა არსებობს და შესაბამისად ერთ-ერთი ფორმა არის რეკლამა, რაც გამოხატვის ფორმების ნაირსახეობას წარმოადგენს, მაგრამ ამ რეკლამის დამზადების და გავრცელების სფეროშიც არსებობს შეზღუდვები. იქიდან გამომდინარე, რომ გამოხატვის თავისუფლებაზე, ქუჩაში ილაპარაკებთ, პარლამენტში თუ ტელევიზიაში რეკლამას განათავსებს, დადგენილია შეზღუდვები. გამოხატვის თავისუფლება არ წარმოადგენს აბსოლუტური თავისუფლებას, ის ექვემდებარება შეზღუდვებს. გამოხატვის თავისუფლება, აბსოლუტური თავისუფლება, რომ იყოს მაშინ ქუჩაში უნდა იარონ ადამიანებმა, იგინონ მარჯვნიდან-მარცხნივ, პარლამენტში უნდა იგინონ ხალხმა და რეკლამები უნდა იყოს უცენზურო. რელიგიური სიმბოლოების, ერთი მხრივ და მეორე მხრივ საზოგადოებაში დამკვიდრებული ზნეობრივი წესების ხელყოფა მოხდა“ , - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner