ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს:
„თამამად შეიძლება ითქვას, რომ „გირჩი“ როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია არ არსებობს.
ის თავისი არსით, ქმედებით, შემადგენლობით წარმოადგენს დესტრუქციულ არასამთავრობო წარმონაქმნს, რომელიც თავისი საქმიანობით, მხოლოდ პიარზეა აწყობილი და ერთი-ერთში ჰგავს უკრაინულ „ფემენს“.
პიარში კი მათ გარკვეული მედიასაშუალებები უწყობენ ხელს, რადგანაც ხელისუფლების სტატუსის დაკნინება მათს სარედაქციო პოლიტიკას წარმოადგენს.
„გირჩი“ იმ კამპანიის ერთ-ერთი შემაგდენელი ნაწილია, რომლითაც მიმდინარეობს საზოგადოების სტაბილურობის გარანტის - ხელისუფლების არსის დაკნინება საყოველთაო ფასეულობებზე მოლაშქრე ორგანიზაციებისა, თუ ცალკეული ტიპების მიერ, მათი მუდმივი პირდაპირი, თუ არაპირდაპირი პიარის მეშვეობით“, - წერს გაბრიჭიძე.