logo_geo
eng_logo
ლონდონში, აეროპორტში მგზავრს 50 ნიანგი ჩამოართვეს
- +

5 მაისი. 2018. 01:19

 

ლონდონის ჰითროუს აეროპორტში ბრიტანელმა მესაზღვრეებმა მგზავრს 50 ნიანგი ჩამოართვეს. ტელეკომპანია BBC-ის ინფორმაციით, ერთი წლის ასაკის 50 რეპტილია მალაიზიის რეისით ჩამოიყვანეს. ნიანგების ჩამორთმევის მიზეზი მათი ტრანსპორტირების წესის დარღვევა გახდა – ოთხი ნიანგისთვის განკუთვნილ თითოეულ ყუთში ათი რეპტილია იყო მოთავსებული. ადგილის უკმარისობის გამო, ერთ-ერთი ცხოველი მოკვდა.

 

ნიანგები კემბრიჯშირში მდებარე ფერმაში უნდა მიეყვანათ, სადაც ხორცის წარმოებისთვის მათი გამრავლება იგეგმებოდა.

 

გადარჩენილ 49 რეპტილიას მალაიზიაში დააბრუნებენ.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner