ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ჩემი ქვეყნის პრეზიდენტებიდან, ნოე ჟორდანიას გარდა, ყველა ძალიანაც კარგად მახსოვს და მწყინს, ზოგი რომ გავაგდეთ და თოფით ვსდიეთ, ზოგს გადადექი-გადადექი ვუძახეთ, ტრიბუნიდან ჩამოვაგდეთ, ჩაიც შეუხვრიპეთ, მას მერე ჩვენი გამონაცვალი პრეზიდენტი სხვა ქვეყნებში სახურავებზე ახოხიალეს, დაიჭირეს, სახლიდან ფეხი არ გამოადგაო -მიუსაჯეს, ახლანდელია და, ჯერ პლასტელინი ვარო იძახა, მერე „ზამასკა“ აღმოჩნდა, ქსოვა, ჭრა, კერა, მდიდარი „სესქუალური“ ცხოვრება მაქო-ტვინი წაგვჭამა, ვეტოთმპყრობელობა აითვისა და დღეს, საქვეყნო საქმეებზე საათიანი სალაპარაკო 23 წუთში ჩამოარაკრაკა და გაიქცა... რა გვჭირს რაა, ერთი წესიერი პრეზიდენტი აღარ უნდა გვეღირსოს?
მე-ვი-ჯა-ყეეეეეეეეეთ!
იმედია შემოდგომა კარგი გვექნებააააააა!!!“ - წერს კვაჭანტირაძე.