logo_geo
eng_logo
დინა მირცხულავა: „ვაფშემ“ და ქართველი ბერები ბანძები არიან, მაგრამ ტიბეტელი ბერები საოცრებები „იმენნა“...
- +

5 მაისი. 2018. 11:42

 

 

მზეს ეთაყვანები თუ იესო ნაზარეველს, ბუდისტი ხარ თუ მუსულმანი, დაოიზმს მისდევ, შინტოიზმს, ოშოს, მაჰათმა განდს, გიორგი გურჯიევს თუ პაოლო კოელიოს „ალქიმიკოსი“ მიგაჩნია კაცობრიობის ინისა და იანის ერთობად - ამ შემთხვევაში უმნიშვნელოა - ჩემთვის ჰუმანური იდეების მიმდევარი ადამიანი (ფანატიკოსები სხვა სექტაა)ხარ და მისაღებიც...

 

ჰუმანურობა კი თავისთავად ნიშნავს, რომ სხვის რწმენას არ გაიფენ და არ დასცინებ.

 

ვიღაცა წირვა - ლოცვაზე დადის და იქ აღწევს სულიერ სიმშვიდეს, ვიღაც კიდევ იოგაზე, ცურვაზე, სპორტზე და რა მერე ?! დილიდან საღამომდე გადაიტყავოს მუხლები ლოცვით ადამიანმა, ბოროტებას ნუ ჩაიდენს ოღონდ.

 

„ვაფშემ“ და ქართველი მორწმუნეებიც და ბერებიც ბანძები არიან, მაგრამ ტიბეტელი ბერები საოცრებები „იმენნა“...

 

არადა იმ ტიბეტელმა ბერებმაც რწმენით მიაღწიეს სულისა და სხეულის ფლობას.

 

ძალიან ბევრი ათეისტი მეგობარი მყავს და მათი ყველაზე მაგარი თვისება - მორალია.

 

არასოდეს არავის არ დასცინებენ რწმენის გამო, არასოდეს!

 

მათთან ლაპარაკი და კამათი ყველაზე საინტერესოდ მიმაჩნია.

 

აი, მართლა მაინტერესებს, რა ერჩით იესო ნაზარეველს და მის მიმდევრებს?! (ბნელი მღვდლები და „ბრმევლი“ არ მოიყვანოთ მაგალითად) ქრისტე, როგორც ისტორიული პერსონაჟი ისე განვიხილოთ თუნდაც, ოცდაცამეტი წლის მანძილზე რა იქადაგა ისეთი, რაც თქვენთვის მიუღებელი იყო?! ან რა გააკეთა ისეთი, რომელიც თქვენ არ მოგეწონათ და რატომ არიან დასაცინები ქრისტიანები?!

 

ვიღაცამ დუმბაძის „ძაღლი“ წაიკითხა და ადამიანობა გადაწყვიტა, ვიღაცამ - ოტიას „ქალი გამოვიდა საღალატოდ“, ვიღაცამ - კუპრინის „ძოწის სამაჯური“ ან „ბოდვა“, ვიღაცამ კიდევ მათეს სახარებაში ამოიკითხა - „გიხაროდენ და მხიარულ იყვენითო“ და ქრისტიანობა გადაწყვიტა...

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner