logo_geo
eng_logo
ისრაელი სირიისთვის რუსული იარაღის გადაცემას კატეგორიულად ეწინააღმდეგება
- +

5 მაისი. 2018. 13:41

 

 

ისრაელის თავდაცვის სამინისტრო წინააღმდეგია, რუსეთის ფედერაციამ სირიის მთავრობას ეს-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი გადასცეს.

 

არსებული ინფორმაციით, ისრაელის მთავრობა რუსეთის ხელისუფლებასთან აღნიშნული საკითხის განხილვას გეგმავს.

 

შეგახსენებთ, რომ სირიის მთავრობისთვის ეს-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „ფავორიტის“ გადაცემა დღის წესრიგში 14 აპრილს დადგა, მას შემდეგ, რაც აშშ-მა, გაერთიანებულმა სამეფომ და საფრანგეთმა ბაშარ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ კოორდინირებული ავიაიერიში მიიტანეს.

 

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ავიგდორ ლიბერმანმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ თუ რუსეთი სირიას აღნიშნულ კომპლექსს გადასცემს, ისრაელის ავიაცია ამ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს გაანადგურებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner