logo_geo
eng_logo
„ის ჩვენი მეფე არ არის“ - საპროტესტო ტალღა რუსეთში და 100-ზე მეტი დაკავებული
- +

5 მაისი. 2018. 16:17

 

 

რუსეთში მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, რომელთა ორგანიზატორი ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნია. მოსკოვში პუშკინის მოედანზე ათასობით ადამიანი იკრიბება. პოლიციამ 100–ზე მეტი აქტივისტი უკვე დააკავა.

 

რუსული მედიის ცნობით, საპროტესტო აქციები უკვე გაიმართა ქვეყნის შორეულ აღმოსავლეთში და ციმბირში: ვლადივოსტოკი, სამხრეთ–სახალინსკი, ხაბაროვსკი, ტომსკი, ბარნაული, ირკუტსკი, ნოვოსიბირსკი.

 

საპროტესტო აქციები ლოზუნგით „ის ჩვენი მეფე არ არის“ მიმდინარეობს და ვლადიმირ პუტინის ინაუგურაციის წინააღმდეგაა მომართული, რომელიც 7 მაისს უნდა გაიმართოს.

 

მოსკოვსა და სანკტ–პეტერბურგში ნავალნის მომხრეების აქციები ადგილობრივ ხელისუფლებებთან შეთანხმებული არ არის.

 

მოსკოვის მთავრობის რეგიონული უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსმა ვლადიმირ ჩერნიკოვმა განაცხადა, რომ არასანქცირებულ მიტინგებში მონაწილეობისკენ მოწოდებებს პროვოკაციად განიხილავენ.

 

5 მაისს გამართული საპროტესტო აქცია ნავალნისთვის წლის დასაწყისიდან მეხუთეა.

 

 https://m2b.ge/post/201425--is-cveni-mefe-ar-aris-saprotesto-talra-rusetsi?utm_source=pia&utm_medium=informer&utm_campaign=melcamp

 

წყარო: m2b

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner