უნდა იყოს თუ არა ოჯახის განმარტების შესახებ ჩანაწერი კონსტიტუციაში? - დაუჭერს თუ არა პარლამენტი მხარს საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელსაც 113 ხმა სჭირდება, მომავალ სასესიო კვირას გახდება ცნობილი. საკითხი უკვე განიხილეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში.
პარლამენტში ჩავარდნის შემთხვევაში, არ არის გამორიცხული 8 ოქტომბერს, ამომრჩეველს რეფერედუმზე მოუწიოს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა - სურთ თუ არა, რომ ოჯახის შესახებ განმარტება კონსტიტუციაშიც ჩაიწეროს?
საკითხის ინიციატორი მმართველი უმრავლესობაა.