დარბაზში მსხდომი პოლიტიკოსები საკუთარ ყურებს არ უჯერებდნენ... ასე პუტინი არავის დაუმცირებია. ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ სირიაში კონფლიქტის მონაწილეებს მოუწოდა დატოვონ ქვეყანა და შეწყვიტონ მის ტერიტორიაზე ერთმანეთის გამოცდა.
ბელორუსი ხალხისთვის საპარლამენტო მიმართვისას ლუკაშენკომ მოწინააღმდეგეები მამლაყინწებს შეადარა.
„დატოვეთ სირია და მიეცით საშუალება სირიელ ხალხს თავად გადაწყვიტოს ქვეყნის ბედი. რას უვლით ერთმანეთს გარშემო მამლაყინწებივით, საკუთარი არმიის ძალას აჩვენებთ თუ ჯარს ავარჯიშებთ? ჩვენ კი გვიყვებით როგორი ღარიბია სირია და თქვენ როგორ ეხმარებით. შეწყვიტეთ სირიის გამოყენება სავარჯიშო პოლიგონად“, - განაცხადა ლუკაშენკომ.