logo_geo
eng_logo
რუსეთში საპროტესტო აქციების 700-ზე მეტი მონაწილე დააკავეს
- +

5 მაისი. 2018. 19:02

 

 

რუსეთში საპროტესტო აქციების 700-ზე მეტი მონაწილე დააკავეს. დაკავებულთა შორის არასრულწლოვნები არიან. რიგ შემთხვევებში სამართალდამცველები საკმაოდ უხეშად მოქმედებენ.

 

დაკავებულია აქციის ორგანიზატორი ალექსეი ნავალნიც. მას 30 დღით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

 

შეგახსენებთ, რომ აქცია „ის ჩვენი მეფე არ არის“ ვლადიმირ პუტინის ინაუგურაციასთან დაკავშირებით რუსეთის მთელ ტერიტორიაზე ტარდება. რამდენიმე ქალაქში, მათ შორის მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დემონსტრაციები ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმებული არ არის.

 

ვლადიმირ პუტინის ინაუგურაცია 7 მაისს გაიმართება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner