logo_geo
eng_logo
რუსეთში აქციაზე 1200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
- +

5 მაისი. 2018. 20:00

 

 

გამოცემა „მედუზას“ ცნობით, საპროტესტო აქციაზე - „ის ჩემი მეფე არ არის“, მთელი რუსეთის მასშტაბით, 1230 ადამიანი დააკვეს. მათგან 600-მდე ადამიანი მოსკოვში და 112 სანქტ-პეტერბურგში.

 

დღეს რუსეთის ქალაქებში ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მიერ ორგანიზებული აქცია ვლადიმირ პუტინის ინაუგურაციის წინააღმდეგ იმართება. აქცია ხელისუფლებასთან შეთანხმებული არ არის. პოლიციამ ალექსეი ნავალნიც დააკავა.

 

2000 წლის შემდეგ ვლადიმირ პუტინის ინაუგურაცია 7 მაისს, ანუ იმ დღეს იმართება, როდესაც პრეზიდენტის უფლებამოსილება იწურება. გამონაკლისი ამ შემთხვევაში მხოლოდ 2012 წელი იყო, როდესაც პუტინის ინაუგურაცია 6 მაისს გაიმართა. ამ დროს საპროტესტო აქციები არ წყდებოდა. დემონსტრანტები არჩევნებში დარღვევებს აპროტესტებდნენ.

 

ვლადიმირ პუტინი რუსეთის პირველი პირი 2000-2008 წლებში იყო. 2012 წელს გაპრეზიდენტებამდე მას 4 წლის განმავლობაში პრემიერ-მინისტრის პოსტი ეკავა. 2018 წლის რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები 18 მარტს გაიმართა. ვლადიმირ პუტინმა ხმების 76,6% მიიღო.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner