logo_geo
eng_logo
მზია ორველაშვილი: სიგარეტის მოწევის აკრძალვას, გირჩევნიათ ერთსქესიანთა ურთიერთობები აკრძალოთ!
- +

5 მაისი. 2018. 20:53

 

 

მოცეკვავე მზია ორველაშვილი სოციალურ ქსელში თამბაქოს მოწევის აკრძალვასთან დაკავშირებით შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„სულ არ ვარ მწეველი, მაგრამ სიგარეტის მოწევა კი არ უნდა აკრძალოთ, ის უნდა აკრძალოთ, რაც არცხვენს ქვეყანას. ეს გაურკვეველი ორიენტაციის ხალხი რომ მომრავლდა ჩვენს ქვეყანაში, აი, ეგ უნდა აკონტროლოთ და აკრძალოთ!

 

რას ისწავლის ახალი თაობა მათ შემყურეს, როდესაც ვერ გაუგიათ, კაცი კაცია ამ ქვეყანაში თუ ქალი!

 

დღისით, მზისით, ისეთი რაღაცეები ხდება, რომ უკვე აღარც რცხვენიათ!.. მრცხვენია, რომ ჩვენს ქვეყანაში ეგეთი რამეები ხდება! ასე რომ, სჯობს აკრძალოთ ერთსქესიანების ურთიერთობები, არა თუ მოწევა!“ - წერს მზია ორველაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner