logo_geo
eng_logo
პარიზში მაკრონის წინააღმდეგ 10 ათასზე მეტი ადამიანი აქციაზე გამოვიდა
- +

5 მაისი. 2018. 23:31

პარიზში, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის წინააღმდეგ მარში გაიმართა, რომელიც მისი არჩევის წლისთავს ემთხვევა. ქალაქის ქუჩებში წესრიგს დაახლოებით 2 ათასი სამართალდამცველი და ჟანდარმერი იცავს.

 

აქცია მემარცხენე პოლიტიკურმა მოძრაობამ მოაწყო. ორგანიზატორთა განცხადებით, მსვლელობაში 10 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობს.

 

მანამდე, სამართალდამცველი ორგანოები იტყობინებოდნენ, რომ 1 მაისს პარიზში ანარქისტული დემონსტრაციის დროს ქუჩებში დაახლოებით 1,200 ადამიანი გამოვიდა. აქცია პოლიციელებთან შეტაკებაში გადაიზარდა. სამართალდამცველებმა საპროტესტო აქციაში მონაწილე 102 პირი დააპატიმრეს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner