logo_geo
eng_logo
ჰავაის შემდეგ, ვულკანი ალასკაზეც გააქტიურდა
- +

6 მაისი. 2018. 00:38

ალასკის ნახევარკუნძულზე, კლივლენდის მთაზე, რომელიც ალეუტის კუნძულებს ეკუთვნის, ვულკანი გააქტიურდა. ამის შესახებ CNN-ი წერს.

 

ალასკის ვულკანოლოგიის ობსერვატორიის ინფორმაციით, ვულკანის კრატერზე ლავის მცირე ამოფრქვევები დაფიქსირდა, შედეგად ჰაერში ღრუბელი წარმოიქმნა.

 

ამასთან, ბოლო დღეების განმავლობაში მთასთან რამდენიმე მიწისძვრაც მოხდა. ობსერვატორიის ინფორმაციით, მომდევნო დღეებში ვულკანიდან ლავის მასიური ამოფრქვევაა მოსალოდნელი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner