ალასკის ნახევარკუნძულზე, კლივლენდის მთაზე, რომელიც ალეუტის კუნძულებს ეკუთვნის, ვულკანი გააქტიურდა. ამის შესახებ CNN-ი წერს.
ალასკის ვულკანოლოგიის ობსერვატორიის ინფორმაციით, ვულკანის კრატერზე ლავის მცირე ამოფრქვევები დაფიქსირდა, შედეგად ჰაერში ღრუბელი წარმოიქმნა.
ამასთან, ბოლო დღეების განმავლობაში მთასთან რამდენიმე მიწისძვრაც მოხდა. ობსერვატორიის ინფორმაციით, მომდევნო დღეებში ვულკანიდან ლავის მასიური ამოფრქვევაა მოსალოდნელი.