logo_geo
eng_logo
ალექსეი ნავალნი პატიმრობიდან გაათავისუფლეს
- +

6 მაისი. 2018. 11:31

 

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

 

გუშინ რუსეთის ქალაქებში  ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მიერ ორგანიზებული აქცია ვლადიმირ პუტინის ინაუგურაციის წინააღმდეგ გაიმართა. აქცია ხელისუფლებასთან შეთანხმებული არ იყო, ამიტომ პოლიციამ ალექსეი ნავალნიც დააკავა.

 

2000 წლის შემდეგ ვლადიმერ პუტინის ინაუგურაცია 7 მაისს, ანუ იმ დღეს იმართება, როდესაც პრეზიდენტის უფლებამოსილება იწურება. გამონაკლისი ამ შემთხვევაში მხოლოდ 2012 წელი იყო, როდესაც პუტინის ინაუგურაცია 6 მაისს გაიმართა. ამ დროს საპროტესტო აქციები არ წყდებოდა. დემონსტრანტები არჩევნებში დარღვევებს აპროტესტებდნენ.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner