logo_geo
eng_logo
თურქეთი აშშ-ს საპასუხო ზომებით ემუქრება
- +

6 მაისი. 2018. 14:41

 

თურქეთი აშშ-ს საპასუხო ზომებით ემუქრება, თუ ვაშინგტონი ანკარისთვის იარაღის მიყიდვაზე შეზღუდვებს დააწესებს.

 

„მომავალ კვირას აშშ-ში მივემგზავრები, სადაც ვიტყვი, რომ თურქეთისთვის F-35-ების მიყიდვაზე შეზღუდვის დაწესება მიუღებელია. თუ ეს მაინც მოხდა, ამას მოჰყვება შესაბამისი პასუხი“, – ამბობს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ.

 

ამერიკელი კონგრესმენების ნაწილი აცხადებს, რომ თურქეთს შეზღუდვები ამერიკელი პასტორის, ენდრიუ ბრენსონის დაკავების გამო უნდა დაუწესდეს. ამასთან, ვაშინგტონში უკმაყოფილოები არიან ანკარის გადაწყვეტილებით, რუსეთისგან შეისყიდოს С-400-ის ტიპის სარაკეტო კომპლექსები.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner