logo_geo
eng_logo
ბენიამინ ნეთანიაჰუ: ისრაელისთვის უკეთესი იქნება თუ ირანს ადრე დაუპირისპირდება, ვიდრე გვიან
- +

6 მაისი. 2018. 15:59

 

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელისთვის უკეთესი იქნება, თუ ირანს ადრე დაუპირისპირდება, ვიდრე გვიან.

 

„ისრაელისთვის უკეთესი იქნება, თუ ირანს ადრე დაუპირისპირდება, ვიდრე გვიან, თუმცა ისრაელს არ სურს ესკალაცია. ბოლო თვეების განმავლობაში ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი სირიას შეიარაღებას აწვდის, რათა ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენონ. აღნიშნული მოიცავს დრონებს, რაკეტებს, ანტისაჰაერო სისტემებს“, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

 

მისი თქმით, ისრაელი მტკიცედ განწყობილია ადრეულ ეტაპებზე ჩაახშოს ირანის აგრესია, თუკი ეს თუნდაც კონფლიქტს გამოიწვევს.

 

„სჯობს ადრე, ვიდრე გვიან. იმ ქვეყნებს, რომლებსაც არ სურდათ დროულად ემოქმედათ მომაკვდინებელი აგრესიის წინააღმდეგ, მოგვიანებით უფრო დიდი ფასის გადახდა უწევდათ. ჩვენ არ გვსურს სიტუაციის ესკალაცია, თუმცა მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის“, - აღნიშნა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner