logo_geo
eng_logo
ირანის პრეზიდენტი: თუ აშშ ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გავა, მალე ამას ინანებს
- +

6 მაისი. 2018. 16:55

 

ირანის პრეზიდენტის ჰასან რუჰანის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები ინანებს, თუ ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გავა. მისივე თქმით, ირანი მზად არის აღნიშნულ შეთანხმებაზე აშშ-ს ნებისმიერი გადაწყვეტილებისთვის.

 

„თუ აშშ ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გავა, მალე ამას ინანებს. ჩვენ მზად ვართ შეთანხმებასთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილებისთვის. არ მივესალმებით ომსა და დაძაბულობას, თუმცა მტკიცედ დავიცავთ ჩვენს უფლებებს. აშშ ვერაფერს გახდება ირანელი ხალხის წინააღმდეგ“, - აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა.

 

ირანის ბირთვული შეთანხმება თეირანსა და ექვს ქვეყანას (რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, აშშ, საფრანგეთი და გერმანია) შორის 2015 წელს იყო მიღწეული. შეთანხმება ითვალისწინებს ირანისთვის დაწესებული სანქციების გაუქმებას. ნაცვლად კი თეირანმა ვალდებულება აიღო შეეზღუდა თავისი ბირთვული საქმიანობა და დაექვემდებარებინა ის საერთაშორისო კონტროლისთვის.

 

მიმდინარე წლის 12 იანვარს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი შეთანხმებიდან გამოვა, თუ 2015 წელს მიღწეულ შეთანხმებაში ცვლილებები არ შევა. 12 მაისს დონალდ ტრამპმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ამ შეთანხმებაში აშშ-ს მონაწილეობაზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner